7-8 ოქტომბერს ხაშურის შემოვლითი გზის დასავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ავტომაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის ახალ გახსნილ ავტობანზე (ხაშურის შემოვლითი საავტომობილო გზა) №5 (LS) ხიდის გახსნის ღონისძიებებისთვის საჭიროა კოჭის ამწევი მექანიზმის გადაადგილება. რის გამოც, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 120-ე კმ-ზე მდებარე აგარების სატრანსპორტო კვანძიდან 135-ე კმ-ზე მდებარე სურამის სატრანსპორტო კვანძამდე მონაკვეთის დასავლეთის მიმართულებაზე 2020 წლის 7 ოქტომბრის 21:00 სთ-დან 8 ოქტომბრის 08:00 სთ-მდე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო აღმოსავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა თავისუფალია.
დროის აღნიშნულ პერიოდში, დასავლეთის მიმართულებაზე მოძრავი ავტოტრანსპორტი გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის ძველ საავტომობილო გზაზე, ხაშურის გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები