რუსეთმა ზებგერითი ფრთოსანი რაკეტა – “ცირკონი” გამოსცადა
რუსმა სამხედროებმა ზებგერითი ფრთოსანი ხომალდასწინააღმდეგო რაკეტა – „ცირკონი“ გამოსცადეს.
ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ვალერი გერასიმოვმა ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიაწოდა.
მისი ინფორმაციით, “ცირკონი” თეთრ ზღვაში ფრეგატ “ადმირალ გორშკოვი”-დან იქნა გაშვებული და მან ბარენცის ზღვაში სამიზნე 450 კილომეტრის დაშორებით წარმატებით გაანადგურა.
“ცირკონი” რუსეთის დანარჩენი რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტებისგან ფრენის გაცილებით დიდი სიჩქარით გამოირჩევა. მისი ფრენის სიმაღლე 30-40 კილომეტრს შეადგენს, რაც ფრენის სიშორისა და სიჩქარის გაზრდის შესაძლებლობას იძლევა.