ეროვნულ ბიბლიოთეკას ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე – კრისტოფერ ანდერსონი ეწვია

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე, კრისტოფერ ანდერსონი ეწვია. სტუმარს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი – გიორგი კეკელიძე და ბიბლიოთეკის წარმომადგენლები შეხვდნენ.
კრისტოფერ ანდერსონმა დაათვალიერა ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზები. შეხვედრაზე დაიგეგმა ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზის ახალი გამოცემებით განახლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები