„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩოხატაურში მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურის სოფლების – ჩხაკაურასა და ქვაბღის მოსახლეობას შეხვდა.

„მოსახლეობასთან შეხვედრები შესაძლებლობას გვაძლევს მუნიციპალიტეტის, სოფლის საჭიროებები უკეთ გავიცნოთ, ადგილობრივებს პრობლემური საკითხების მოგვარებაში დავეხმაროთ და ვიზრუნოთ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის.

აღნიშნულ სოფლებში მიმდინარეობს შიდა გზების მოწესრიგება, გარკვეულ მონაკვეთებზე დაიგო ბეტონის გზა. პრობლემად რჩება გაზიფიცირების საკითხები, რომელსაც ჩვენს გუნდთან ერთად გადავჭრით. მჯერა, 2020 წლის არჩევნებზე ჩვენ მოსახლეობის დამაჯერებელ მხარდაჭერას მოვიპოვებთ. მადლობას ვუხდი თითოეულ მოქალაქეს მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

შეხვედრას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ჩოხატაურის საოლქო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები