არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილისა და “ნაცმოძრაობის” მთავარი კონკურენტი მათი წარსულია

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი კონკურენტი მათი წარსულია.

მისივე თქმით, ძველმა ოპოზიციამ 150 დეპუტატის ნაცვლად პრემიერმინისტრობის 150 კანდიდატი წარადგინა.

“მე არაერთხელ მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული ისევე  როგორც – “ნაციონალური მოძრაობის”. საზოგადოებამ ნახა, რომ 150 დეპუტატის ნაცვლად ამ ძველმა ოპოზიციამ პრემიერმინისტრობის 150 კანდიდატი წარადგინა, ვნახეთ ასევე თანამდებობების გაყოფის პროცესი წინასწარ, ჯერ კიდევ სანამ არ არის არჩევნები დასრულებული. ჩვენ ამ ყველაფრისთვის დროს ვერ დავკარგავთ, ჩვენ გვაქვს გეგმა, პოზიტიური დღის წესრიგი, გამოცდილი გუნდი და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერით ამ ბრძოლაში, სამართლიანად გავიმარჯვებთ”, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები