მაია ცქიტიშვილი: ჩვენი ადმინისტრაციული ხარჯების წილი საერთო ხარჯებთან მიმართებაში მუდმივად კლებადია
“ჩვენ არ გვაქვს ის ადმინისტრაციული ხარჯები გაზრდილი, რომელიც საჯარო მოხელეების ანუ ე.წ. ბიუროკრატიის ხარჯების ზრდას ემსახურება”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ადმინისტრაციული ხარჯების წილი საერთო ხარჯებთან მიმართებაში მუდმივად იკლებს.
“ჩვენი ადმინისტრაციული ხარჯების წილი საერთო ხარჯებთან მიმართებაში მუდმივად კლებადია, ხელფასების ნაწილის ზრდაში არის გათვალისწინებული პოლიციელებისთვის, მასწავლებლებისთვის, ექიმებისთვის და სხვა, ასეთი ტიპის პროფესიებისთვის ხელფასების ზრდა, რომელიც სამწუხაროდ არ არის იმ დონის, რა რისკის საქმიანობასაც ახორციელებენ ეს ჯგუფები. ჩვენ არ გვაქვს ის ადმინისტრაციული ხარჯები გაზრდილი, რომელიც საჯარო მოხელეების ანუ ე.წ. ბიუროკრატიის ხარჯების ზრდას ემსახურება”, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.