რუსი ვირუსოლოგი: რუსეთში კორონავირუსის მეორე ტალღა გაცილებით ინტენსიური იქნება

“რუსეთში კორონავირუსის მეორე ტალღა გაცილებით ინტენსიური იქნება, თუმცა, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზად არის”, – განაცხადა რუსეთის მედიცინის დოქტორმა, ვირუსოლოგმა ანატოლი ალტშტაინმა.

“საგაზაფხულო რეკორდებს ვუსწრებთ. მაშინ ოფიციალური რეკორდი იყო, დღეში 11,3 ათასი ახალი შემთხვევა. ეს ტალღა გაცილებით უფრო მძიმე იქნება, ვიდრე – ადრე. მაგრამ მზად ვართ და დაავადებას უკეთესად შევებრძოლებით, მით უმეტეს, ვაქცინაც მზად არის”, – თქვა მან.

მისი აზრით, დაავადებულთა რიცხვის მატება უკავშირდება საშემოდგომო სეზონს, რომელიც, ტრადიციულად, გრიპების სეზონს წარმოადგენს.

რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი მონაცემით, ქვეყანაში ერთ დღეში კოვიდ19-ის 11 615 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, ქვეყანაში 1 237 504 ინფიცირებულია. ყველაზე მეტი ფაქტი გამოვლინდა მოსკოვში – 4082, სანქტ-პეტერბურგსა – 411 და მოსკოვის გარეუბანში – 347.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები