როგორი იქნება ცენტრალური პარკის თითოეული სივრცე (რენდერის ფოტოები)

თბილისის ცენტრალური პარკი, რომლის გაშენება და მოწყობაც, დაახლოებით, 2 წელიწადში დასრულდება, ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიციასა და ბევრ სხვადასხვაგვარ სივრცეს მოიცავს. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარკში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ყველა გემოვნების დამსვენებლის ინტერესი. მულტიფუნქციური სივრცე ბევრ ნაწილად იყოფა. წარმოგიდგენთ იმ სივრცეების რენდერის ფოტოებს, რომელთაც პრეზენტაციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო.

ფოტოების უმეტესობის მარჯვენა დაბალ კუთხეში გამოსახულია ტერიტორიის ის მოცულობა, რომელსაც აღნიშნული სივრცე დაიკავებს:

პარკის გეგმა
მდელო კვების ზონის წინ
საგანმანათლებლო ცენტრი და საბავშვო მოედნები
იაპონური ბაღი
სასეირნო ბილიკი
ფრანგული ბაღი
ბოტანიკური ბაღი
შადრევანი
სკეიტპარკი
ავტოსადგომები
ქანდაკება და პარკის სავარაუდო ბრენდი, რომელიც, იდეურად, იპოდრომს დაკავშირდება

შეგახსენებთ, რომ თბილისის ცენტრალური პარკი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარზე განთავსდება. დღეს წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტის ზონა და კვების ზონა. ასევე, მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, გუბურა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო იფუნქციონირებს სამი ავტოსადგომი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები