ნინო ბურჯანაძე: ჩვენ გვაქვს იმის ძალა, რომ რუსეთის ბორდერიზაცია შევაჩეროთ
“ჩვენ გვაქვს იმის ძალა, გამოცდილება და გამბედაობა, რომ რუსეთის ბორდერიზაცია შევაჩეროთ და ამაში ხელს ვერავინ შეგვიშლის”, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
პარტიის ლიდერი ბერშუეთისა და ნიქოზის მოსახლეობას შეხვდა, სადაც კონფლიქტის მოგვარებისა და ბორდერიზაციის შეწყვეტის შესახებ ისაუბრა.
“ბერშუეთიდან ვუყურებდით რუსეთის ჯარების მიერ დაკავებულ ტერიტორიას. ვიცით, რომ რამდენიმე დღის წინ აქ იყო რუსეთის ჯარების მიერ ე.წ საზღვრის გადმოწევის ძალიან მტკივნეული პრობლემა. ჩვენ გვაქვს იმის ძალა, გამოცდილება და გამბედაობა, რომ რუსეთის ბორდერიზაცია შევაჩეროთ და ამაში ხელს ვერავინ შეგვიშლის”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.