თბილისში, „ოქროს ბირჟის“ 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის ცენტრალში განთავსებულ “ოქროს ბირჟის” 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” თბილისი ცენტრალის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

“კორონავირუსი თავიდან დაუდასტურდა ორ თანამშრომელს, შემდეგ დაემატა სამი. ჯამურად, 5 თანამშრომელს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგები მუშაობდნენ ადგილზე. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „ოქროს ბირჟა“ ორი კვირით მუშაობას აჩერებს”, – განაცხადეს პრესსამსახურში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები