თბილისის მერიის წინ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს

თბილისის მერიის წინ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს აქციის მონაწილეები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებულები, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მერიასთან აქციაზე გიორგი ვაშაძე ხელმოწერებს აგროვებდა, რომ საკანონმდებლო ინიციატივით სესხების დარეგულირების მოთხოვნით პარლამენტისთვის მიემართა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები