“ქართული ოცნების” ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად, დეპუტატობის კანდიდატი, ჩოხატაურის სოფლების ინტაბუეთის, ჯვარცხმის და ვაზიანის მაცხოვრებლებს შეხვდა.
მოსახლეობამ დეპუტატობის კანდიდატს მათთვის მნიშვნელოვანი საჭიროებები გააცნო, ისაუბრეს მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე.
ვასილ ჩიგოგიძეს თქმით, ბევრი პროექტი განხორციელდა, თუმცა, გამოწვევები კვლავ რჩება.
„სამივე სოფელი გაზიფიცირდა. ჯვარცხმისა და ვაზიანის მუნიციპალიტეტის ცენტრთან დამაკავშირებელი გზა სრულად ასფალტირებულია, მიმდინარეობს სოფელ ინტაბუეთამდე გზის მოასფალტების პროექტირება. სამივე სოფელში, ბოლო წლებში, გარეგანათების ქსელი 3-ჯერ გაფართოვდა და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა თემის სკოლას და სრულად განახლდა სოფლის სამედიცინო ამბულატორია.
ამ სოფლების რამდენიმე უბანში, წყლის პრობლემის მოგვარება და შიდა გზების მოწესრიგება გახლავთ, რომელიც მომდევნო ოთხი წლის მანძილზე ჩემი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება. მინდა თითოეულ ჩოხატაურელს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ გამომიცხადეს”,- განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.