სომხეთმა ისრაელიდან ელჩი გაიწვია – “ერევნისთვის მიუღებელია ბაქოსთვის იარაღის მიწოდება”
ერევანმა ისრაელში სომხეთის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია, ამის მიზეზი კი ისრაელის მიერ ბაქოსთვის იარაღის მიწოდებაა.
ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ანა ნაგდალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ერევნისთვის მიუღებელია, რომ ისრაელი აზერბაიჯანს უახლეს თანამედროვე იარაღს აწვდის.