აჭარაში თბილისიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან დამატებითი სამაშველო ჯგუფები მიემართებიან

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში დამატებით მიემართებიან სამაშველო ჯგუფები.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აჭარაში დამატებით მიემართება.

იმერეთიდან – სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით.

ცნობისთვის, აჭარაში უხვლი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა. ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი სახლი წაიღო, სადაც იმყოფებოდნენ მოქალაქეები. მიმდინარეობს მათი საძიებო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები