საპენსიო სააგენტოში მობილიზებულმა თანხამ მილიარდ ლარს გადააჭარბა

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო აქტივებმა მილიარდ ლარს გადააჭარბა.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეისთვის დაგროვებითი პენსიით 484-მა ადამიანმა ისარგებლა.

„საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით,  223 მონაწილე საზღვარგარეთ მუდმივსაცხოვრებლად გადასვლის გამო – ერთი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით – 201, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა – 59 პირმა.

საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ბოლო სამი თვის მანძილზე საშუალოდ 12 000-ზე მეტია. საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 100 მილიონ ლარამდე სარგებელი. საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 11.1%-ში”, –  აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები