ამირან გამყრელიძე: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ პანდემიიდან შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოვალთ

“ძალიან დიდი იმედი გვაქვს მოსახლეობის გვერდში დგომის და დარწმუნებული ვარ, პანდემიის დასასრულსაც საქართველო იქნება ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება მართვადია.

„ეს ინფექცია კარგა ხანს იქნება, ჩვენ ვსწავლობთ და ვისწავლეთ თანაცხოვრება ამ ვირუსთან ერთად. ჩვენ უნდა დავიცვათ ბალანსი – რაც შეიძლება სწრაფად გამოვავლინოთ ინფიცირებულები და სწრაფად მოვახდინოთ მათი იზოლირება, ასევე, სწრაფად მოხდეს მათი კონტაქტების იზოლირება.

რიცხვებს, რაც დღეს გვაქვს ყოველდღიური ახალი შემთხვევები – დამერწმუნეთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სექტორი და ქართველი საზოგადოება ვმართავთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ პანდემიიდან გამოვალთ შედარებით ნაკლები დაზიანებით. ძალიან დიდი იმედი გვაქვს მოსახლეობის გვერდში დგომის და დარწმუნებული ვარ, პანდემიის დასასრულსაც საქართველო იქნება ამ პანდემიასთან ბრძოლის მხრივ ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა. საპანიკო არაფერი არ არის, პროცესი მართვადია და ჩვენ ერთად უნდა ვმართოთ ეს პროცესი“, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები