ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში 650 000-მდე “პისიარ” და 340 000-მდე სწრაფი ტესტი ჩატარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის თვალსაზრისით ცხელ წერტილად კვლავ აჭარა ითვლება და ძირითადი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები სწორედ ამ რეგიონში ტარდება.

მისივე თქმით, აჭარაში იმყოფებიან პაატა იმნაძე და ცენტრის ჯგუფი, მათ შორის, ეპიდემიოლოგები და ლაბორანტები.

“პრევენციული ღონისძიებები გაშლილია მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა, ძირითადი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები აჭარაში ტარდება. აჭარაში იმყოფება პაატა იმნაძე და ცენტრის ჯგუფი, მათ შორის, ეპიდემიოლოგები და ლაბორანტები. სულ ქვეყანაში 650 000-მდე PCR ტესტი ჩატარდა, ამას ემატება 340 000-მდე სწრაფი ტესტი, რაც ევროკავშირის შუალედური მაჩვენებელია”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები