“გალის რაიონში ჩვენი კიდევ ერთი მოქალაქის უკანონო დაკავება იმ არალეგალური პროცესების გაგრძელებაა, რასაც წლების განმავლობაში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი”

“გალის რაიონში ჩვენი  კიდევ ერთი  მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტი წარმოადგენს იმ არალეგალური და საგანგაშო პროცესების გაგრძელებას, რასაც წლების განმავლობაში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.

მისი თქმით, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

„ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, გალის რაიონში ჩვენი კიდევ ერთი  მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტი წარმოადგენს იმ არალეგალური და საგანგაშო პროცესების გაგრძელებას, რასაც წლების განმავლობაში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი, მათ შორის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის სახით. ამგვარი ქმედებები კიდევ უფრო ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის და ზოგადად, ადგილზე შექმნილ მძიმე ვითარებას. ფაქტზე რეაგირების მიზნით ამოქმედებულ მექანიზმებთან ერთად, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას საქართველოს შესაბამის სტრუქტურებსა  და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს ირაკლი ბებუას უპირობო გათავისუფლება“, – აცხადებს თეა ახვლედიანი.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქე – ირაკლი ბებუა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. აფხაზური დროშის დაწვის გამო დააკავეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები