შალვა ნათელაშვილი: “ქართულ ოცნებას” უფლება აქვს, იოცნებოს

“ქართულ ოცნებას” უფლება აქვს, იოცნებოს, ყველა სოციოლოგიური კვლევა, რომელსაც ტელევიზიებისგან ვისმენთ, შეკვეთილია”, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ბრიტანული კომპანიის Survation-ის კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

“ქართულ ოცნებას” უფლება აქვს, იოცნებოს, ყველა სოციოლოგიური კვლევა, რომელსაც ტელევიზიებისგან ვისმენთ, შეკვეთილია და ვინც უხდის, სწორედ მას წერენ პრესტიჟულ ადგილებზე. ეს ჩვენი პოლიტიკური რეალობის პოლიტიკური დაავადებაა ბოლო 30 წლის განმავლობაში”, – აღნიშნა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის, არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე “რუსთავი 2”-მა მორიგი სოციალური კვლევა გამოაქვეყნა. გამოქვეყნებული კვლევა საქართველოს 6 საარჩევნო ოლქშია ჩატარებული, სადაც 1828 რესპონდენტი გამოიკითხა. სამაუწყებლო კომპანიის დაკვეთით, ავტორიტეტული ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია – survation-ი გამოკითხვებს მთელ საქართველოში აწარმოებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები