“ევროპული საქართველოს”, “ერთიანი საქართველოსა” და “ლელოს” ლიდერებმა სიები ცესკო-ში უკვე წარადგინეს

ცესკო-ში დღეს “ერთიანი საქართველოს”, “ლელოსა” და “ევროპული საქართველოს” ლიდერებმა პარტიული სიები მიიტანეს.

“ევროპული საქართველოს” წევრის, ხათუნა გოგორიშვილის თქმით, სიაში ყოველი მესამე ქალია.

“იმედი გვაქვს, რომ არჩევნების შედეგების შემდგომ “ევროპული საქართველო” და მისი წარმომადგენლები იქნებიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნაწილი იმ გაერთიანებისა, რასაც მომავალი კოალიციური მთავრობა ჰქვია. აქვე შემიძლია,  დანამდვილებით გითხრათ, რომ “ევროპული საქართველო” არავითარ შემთხვევაში არ შეუქმნის კოალიციას “ქართულ ოცნებას”. სიაში ჩვენ ყოველი მესამე ქალი გვყავს და ეს არის ელენე ხოშტარია”, – განაცხადა გოგორიშვილმა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” სიებს ელოდებიან. დღეს არჩევნებში მონაწილე პარტიებს ამისთვის ბოლო დღე აქვთ. ვადა ზუსტად 18:00 საათზე იწურება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები