გუშინ ამერიკის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ჯო ბაიდენს შორის პირველი სატელევიზიო დებატები გაიმართა.
ამერიკელმა პოლიტიკოსებმა არაერთგვაროვნად შეაფასეს ბაიდენისა და ტრამპის პირველი შერკინება, ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი ტყუილში ამიხილეს, აგრესიული ტონი დაუწუნეს და მიიჩნიეს, რომ ასეთი, ,,ჭორებზე დაფუძნებული საპრეზიდენტო კამპანია ამერიკას ჯერ არ ახსოვს”. ოფიციალურად საპრეზიდენტო კანდიდატთა რეიტინგს, პირველი დებატის შემდეგ, შტატების მიხედვით, მომავალ კვირას დაითვლიან. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, სექტემბრის თვის მონაცემებით, ბაიდენის რეიტინგი 10%-ით უსწრებს ტრამპისას, თუმცა, ნოემბრამდე ყველაფერი შეიძლება, მოხდეს და საპრეზიდენტო კანდიდატთა რეიტინგი კარდინალურად შეიცვალოს.
გამონათქვამები, რომლებმაც ჯო ბაიდენი საკმოდ უხერულ მდგომარეობაში ჩააგდო და ამომრჩეველთა რისხვა დაატეხა თავს:
1942 წლის 20 ნოემბერს დაბადებული ჯო ბაიდენი ბარაკ ობამას დროს, 2009-2017 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი იყო. 1973-2009 წლებში – უფროსი სენატორი დელავერიდან. 2020 წლის 6 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის კონგრესმა ის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა.
ბრწყინვალე ორატორი და დიდი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი, რომელიც ავტორიტეტით სარგებლობს აფროამერიკული წარმოშობის ამერიკის მოქალაქეთა თვალში, რომელსაც არასოდეს უჭირს აუდიტორიასთან საერთო ენის გამონახვა, ხალხში გარევა და “სელფის” გადაღება, არაერთხელ გახვეულა დიდ სკანდალში. მის უწმაწურ და არაეთიკურ გამონათქვამებს ამერიკულმა პრესამ ,,ჯო ბაიდენის ბომბები“ უწოდა, სკანდალთა ჩაქრობაზე კი დემოკრატიული პარტიის არაერთმა პიარმენეჯერმა იმუშავმა.
ოპონენტები ჯო ბაიდენს ,,უტაქტო ქმედებებისა და უჩვეულო სიტუაციებისადმი მიდრეკილ“ პოლიტიკოსად მოიხსენიებენ, რაც კიდევ ერთელ გამოჩნდა 30 სექტემბრის დებატებში. 8 ქალბატონმა განაცხადა, რომ ბაიდენი მათ ეხვეოდა, დასაშვებზე ახლო დისტანციაზე უახლოვდებოდა და თმაზე სუნავდა. მათ ბრალებებს ბაიდენმა უპასუხა, რომ მომავალში უფრო გაფრთხილდებოდა და ქალებთან მიახლოებისას დისტანციას გააკონტროლებდა. ამ შემთხვევების გამო, ერთ-ერთმა ამერიკელმა სენატორმა ჟურნალისტებს განუცხადა: ,,ბაიდენი ყველაფერს ეხუტება, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.“ ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ კი დასძინა: ,,ბილს ძალიან უყვარს ფიზიკური კონტაქტი. ეს არ არის თამაში.“ აქვე ვიტყვით, რომ ამ დრომდე პრეზიდენტ ტრამპს უმსგავსო ქმედებაში 12 ქალი სდებს ბრალს.
პირველად სერიოზულ ტყუილში ბაიდენი ამერიკულმა პრესამ 1987 წელს ამხილა, როდესაც მან მიტინგზე გამოსვლისას განაცადა, რომ მისი წინაპრები, პენსილვანიის შტატის მაღაროელები იმაზე მეტს იმსახურებდნენ, ვიდრე მათ ქვეყანამ მისცა. ,,ვერაფერს მიაღწიეს ცხოვრებაში, რომელშიც გაცილებით მეტს იმსაურებდნენ.“ მოგვიანებით, ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბაიდენის გვარში არცერთი წინაპარი მაღაროელი არ ყოფილა და ბაიდენს თავისი სიტყვი ეს ნაწილი ბრიტანელი ლეიბორისტის, ნილ კინოკის სიტყვიდან ჰქონდა გადმოწერილი.
ბაიდენის ყველაზე დამაბნეველი და უწმაწური გამოთქმა ამერიკელ პრეზიდენტებს უკავშირდება. ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში დემოკრატიული პრტიის ლიდერმა განაცხადა; ,,მე ამერიკის 8 პრეზიდენტს ვიცნობდი, სამ მათგანს კი – ინტიმურად.“ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ,,ინტიმურ ნაცნობობაში“ ორატორი სექსუალურ სიახლოვეს გულისმობდა, რამაც ამერიკელ პოლიტიკოსთა საყოველთაო რისხვა დაატეხა თავს.
2009 წელს ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა, ბაიდენმა განაცადა: ,,არსებობს 30%-იანი ალბათობა იმისა, რომ ჩვენს ეკონომიკაში ყველაფერს არასწორად ვაკეთებთ.“ მისმა ამ გამონათქვამმა დიდი კითხვის ნიშნები გააჩინა ამერიკულ ეკონომიკაში და გამწვავებული ეკონომიკური მდგომარეობა ლამის კრიზისამდე მიიყვანა.
ჯო ბაიდენის ფრიად საეჭვო კომპლიმენტს პრეზიდენტ ობამასადმი დღემე იხსენებენ თეთრ სახლში. მაშინ ვიცეპრეზიდენტმა ბაიდენმა ამერიკის პრეზიდენტს მიმრთა: ,,თქვენ ხართ პირველი წამყვანი აფროამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც ჭკვიანია, კარგად საუბრობს, სუფთად იცვამს და სასიამოვნოდ გამოიყურება.“
ბაიდენი, რომელმაც კარგად იცის აუდიტორიასთან საუბარი, გამოირჩევა პირდაპირობით და ლაპარაკობს უხეში მაგალითებით, აფროამერიკული მოსახლეობის სიყვარულს იმსახურებს. 2020 წლის სექტემბერში მან ამომრჩევლებს შემდეგი სიტყვბით მიმართა: ,,თუ თქვენ გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, ტრამპს მისცეთ ხმა თუ მე, ეს იმას ნიშნავს, რომ შავი არ ხართ.“ ამერიკულმა პრესამ და პოლიტიკურმა ელიტამ ბაიდენი ამ რეპლიკის გამოც კრიტიკის ქარცეცლში გაატარა.
1972 წელს, სენატორის ფიცის დადების დღეს ბაიდენის ცოვრებაში უზარმაზარი ტრაგედია დატრიალდა. ავტოავარიამ იმსხვერპლა მისი ცოლი – ნელა და ქალიშვილი – ნაომი. მძიმედ დაშავდნენ ვაჟები – ბო და ჰანტრი, რომელიც 2015 წელს ტვინის სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. ამერიკელებს ახსოვთ ბაიდენის ოჯახის მძიმე ტრაგედია, თანაუგრძნობენ მას და მიაჩნიათ, რომ ადამიანს, რომელმაც უზარმაზარი ტკივილი გადაიტანა, ყველაზე კარგად ესმის სხვისი ტკივილი.
ჯერ კიდევ 2016 წელს ჯო ბაიდენი ამერიკის პრეიდენტობაზე არ ფიქრობდა: ,,მე შემიძლია, ჩემი საუკუნე დავასრულო სრულიად ბედნიერმა ისე, რომ პრეზიდენტი არ ვიყო.“ დღეს ბაიდენი აცხადებს, რომ ის კარიერას ამერიკის პრეზიდენტის რანგში დაასრულებს და იქნება ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი უახლოეს წინამორბედთა შორის.
რას ფიქრობენ საქართველოში გუშინ გამართულ საპრეზიდენტო კანდიდატთა დებატებზე, “კვირა“ აღნიშნულზე სასაუბროდ პოლიტოლოგ მარინა მუსხელიშვილს დაუკავშირდა:
– როგორი შთაბეჭდილება დატოვა ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატთა პირველმა დებატმა?
-ამერიკული დემოკრატია არის იდეალი, რომლისკენაც მივისწრაფვით ჩვენც და მთელი მსოფლიოც. სამწუხაროდ, ამ დებატებისას გამოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ემსგავსება საქართველოს და არა – პირიქით.
– რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
– ამერიკის შეეთებული შტატების პოლიტიკა დომინირებულია ირაციონალური რეალობისგან შორს მდგომი განცხადებებით. შემექმნა შტაბეჭდილება, რომ ამ დებატებში ჭეშმარიტება კი არ დაიბადა – მოკვდა. აშკარა იყო, რომ დებატები ყოველგვარი პოლიტიკური წესების უგულველყოფით გაიმართა. საპრეზიენტო კანდიდატთა განცხადებებიდან ძნელი იყო აზრის გამოტანა. მათთვის ემპირიული უპირატესობის მოპოვება უფრო მნიშვნელოვნი იყო ღია ეთერში, ვიდრე – არგუმენტები. ეს კი ამერიკული პოლიტიკის გარკვეულ პრობლემებზე მიუთითებს და ძალიან ამსგავსებს ამერიკულ პოლიტიკას ქართულ პოლიტიკას. ქართული პოლიტიკის ინტერესებშია, რომ ამერიკის შეეტებული შტატების დემოკრატიამ დაძლიოს პრობლემები და კვლავ დაგვარწმუნოს იმაში, რომ სისტემას შესწევს უნარი საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილებისა.