თამარ გაბუნია თენგიზ ცერცვაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

„ასეთი ინფორმაცია მე არ მაქვს. ამ ინფორმაციას ჩვენამდე არ მოუღწევია”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტების კითხვას – “შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მიერ თანამდებობის დატოვება”.

გაბუნიას თქმით, მისი ინფორმაციით, ცერცვაძე ბათუმში ჩასასვლელად ემზადება, რომელიც კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანაში ცხელ წერტილს წარმოადგენს.

„ასეთი ინფორმაცია მე არ მაქვს. ამ ინფორმაციას ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა, ერთი ვიცი, რომ ბატონი თენგიზი ემზადება ბათუმში ვიზიტისთვის. ვიცი, რომ აპირებს ამ დღეებში ჩამოსვლას, როგორც ქალბატონი მარინა ეზუგბაია იყო ჩამოსული”, – აღნიშნა გაბუნიამ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები