რუსეთში ტყის ხანძრების შედეგად, სულ მცირე, 30 საცხოვრებელი სახლი დაიწვა
რუსეთში, ვორონეჟისა და როსტოვის ოლქებში ტყის მასშტაბური ხანძრებია.
სტიქიის შედეგად, სულ მცირე, 30 საცხოვრებელი სახლი და 40 სამეურნეო ნაგებობაა განადგურებული.
როგორც რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, საფრთხე მაღალია.
ხანძარი 5,2 ათას საცხოვრებელ სახლს ემუქრება, სადაც 15 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
სახიფათო ზონებიდან 120 ადამიანია ევაკუირებული.