სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულო დღეს ოფიციალურად გაიხსნება
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულო დღეს ოფიციალურად გაიხსნება. ვირტუალურ ცერემონიას გახსნიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი და კალიფორნიის შტატის ვიცეგუბერნატორი, ელენი კოულანაკისი.
გენერალური საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს მიმდინარე წლის 1-ელი ოქტომბრიდან მოემსახურება.
გენერალური საკონსულო დაფარავს აშშ-ის 19 შტატს: კალიფორნია, არიზონა, ნევადა, ორეგონი, ვაშინგტონი, აიდაჰო, იუტა, ვაიომინგი, მონტანა, კოლორადო, ნიუ მექსიკო, ჩრდილოეთ დაკოტა, სამხრეთ დაკოტა, ნებრასკა, კანზასი, ალიასკა, ჰავაი, ოკლაჰომა და ტეხასი.
საქართველოს გენერალური საკონსულოს ამოცანა იქნება ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საჯარო და კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით დაფარვის შტატებში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება და აღნიშნულ შტატებთან ეკონომიკის, კულტურის, ხალხთაშორისი ურთიერთიბების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, ისევე როგორც ადგილზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურების გაწევა და მათი კანონიერი ინტერესების დაცვა.
გენერალური საკონსულოს გახსნის ღონისძიება 30 სექტემბერს, თბილისის დროით 21:00-სთ-ზე დაიწყება და მისი ნახვა შესაძლებელი იქნება გენერალური საკონსულოს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GEOConGenSF.