“პარტიისა და საარჩევნო შტაბის სახელით, ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი პროვოკაციებისა და ინციდენტების გამო გვინდა, შეშფოთება გამოვხატოთ”
“პარტიისა და საარჩევნო შტაბის სახელით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი პროვოკაციებისა და ინციდენტების გამო გვინდა, შეშფოთება გამოვხატოთ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, მათი მოლოდინი იყო, რომ, რადიკალური ოპოზიციური პარტიებისთვის უმძიმესი საარჩევნო რეიტინგების ფონზე, ისინი პროვოკაციების მოწყობას აუცილებლად შეეცდებოდნენ.
“პარტიისა და საარჩევნო შტაბის სახელით გვინდა, გამოვხატოთ შეშფოთება ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი პროვოკაციებისა და ინციდენტების გამო. საერთაშორისო პარტნიორებთან არაერთი შეხვედრა გვქონდა, სადაც მათ სიფრთხილის აუცილებლობაზე ვესაუბრებოდით. ჩვენი მოლოდინი იყო, რომ, რადიკალური ოპოზიციური პარტიებისთვის უმძიმესი საარჩევნო რეიტინგების ფონზე, ისინი აუცილებლად შეეცდებოდნენ პროვოკაციების მოწყობას”, – აღნიშნა კობახიძემ.