საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო ფოტომასალას აქვეყნებს, სადაც კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციაა ასახული.
საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო მონაცემებით, 29 სექტემბერს სომხეთის არმიის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილია 12 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორისაა 2 ბავშვი და 2 მოზარდი, ხოლო 35 პირი გადაყვანილია საავადმყოფოში.