ირაკლი სესიაშვილი: მიმდინარეობს მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს მიზანმიმართული დაზიანება, რომ ეცადონ, საზოგადოება კვლავაც მოატყუონ, თითქოს, ძალადობრივი პროცესია
“მიმდინარეობს მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს მიზანმიმართული დაზიანება, რომ ეცადონ, როგორღაც საზოგადოება კვლავაც მოატყუონ, თითქოს, ძალადობრივი პროცესია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
სესიაშვილის თქმით, ოპონენტებმა იციან, რომ დამარცხდებიან და მარცხის გადაფარვა პროვოკაციების ხარჯზე სურთ.
„ჩვენ უნდა დავაკვირდეთ თვითონ პროცესს, სადაც ჩვენი ოპონენტების პოლიტიკური მედიაც და ჩვენი ოპონენტებიც პირდაპირ ცდილობენ, რომ სიტუაცია დაძაბონ. იციან, რომ დამარცხდებიან და სწორედ ამ პროვოკაციების ხარჯზე ცდილობენ, ამ მარცხის გადაფარვა მოახდინონ.
თქვენ იცით, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მომართულია ჩვენს ქვეყანაში ჩასატარებელი არჩევნებისკენ და მიმდინარეობს მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს მიზანმიმართული დაზიანება, რომ ეცადონ, როგორღაც საზოგადოებას კვლავაც მოატყუონ, თითქოს, ძალადობრივი პროცესია“, – განაცხადა სესიაშვილმა.