მამუკა მდინარაძე – მარნეულის ინციდენტზე: ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე მარნეულში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

მისივე თქმით, ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს.

“ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. გაგრძელება იყო იმ მრავალდღიანი პროვოკაციული მოქმედებებისა, რაზეც ჩვენი წარმომადგენლები გუშინ საღამომდე არ წამოეგნენ. მაგრამ, სამწუხაროდ, გუშინ საღამოს მათ შეძლეს, პროვოკაციაზე წამოეგოთ ჩვენი მარნეულის წარმომადგენლები და აქტივისტები, შემდეგ მოხდა ეს ფიზიკური დაპირისპირება, რაც სამწუხაროა და დასაგმობია ცალსახად”, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მარნეულში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და „მთავარი არხის“ ჟურნალისტი. ასევე, კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პირველი არხის“ ოპერატორს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები