„მინდა, მიცნობდე“ – „ასპრიას“ ტრენერების უშუალო ფოტოსესია მომხმარებლების მოტივაციის ასამაღლებლად

ქართველი მომხმარებლებისთვის კარგად ცნობილი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფიტნესქსელი „ასპრია“, საინტერესო შეთავაზებებითა და სიახლეებით, დამკვიდრებული რეპუტაციის გამყარებაზე ზრუნავს და ამჯერად „ასპრიელებსა“ და მათ, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, ვის ანდოს საკუთარ სხეულზე ზრუნვა, „ასპრიას“ ინსტრუქტორებს  სხვა რაკურსით აცნობს.

სელფის მუზეუმის (საქართველოში პირველი მსგავსი შინაარსის მუზეუმი, რომელიც თბილისში 2 თვის წინ გაიხსნა. იგი მოიცავს 30 განსხვავებულ პავილიონს, სადაც სტუმარს სახალისო ფოტოს გადაღება შეუძლია) საოცრად მრავალფეროვან და პოზიტიურ გარემოში „ასპრიას“ ტრენერებმა თავად მოირგეს ის ყოველდღიური იმიჯი, რომელიც დარბაზიდან გასულებს ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმში აქვთ გამჯდარი. სპორტსმენობის გარდა, თითოეულ მათგან აქვს თავისი ჰობი, სხვადასხვა სახის გატაცებები და მიზნები, ისევე, როგორც ჩვენ…

ფოტოსესიის, სახელწოდებით – „მინდა, მიცნობდე“ – მიზანია, დაინგრეს ბარიერი მომხმარებელსა და ე. წ დაკუნთულ ტრენერებს შორის, რაც, ხშირ შემთხვევაში, ადამიანებს მოტივაციასა და ვარჯიშის დაწყების სურვილს უკარგავს. ალბათ, ყველას ხშირად გვსმენია სიტყვები – „მე ასეთი ვერასდროს გავხდები“.

„ეს მათი  პროფესიაა და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მუდმივად ფორმაში იყვნენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა, რომელიც ვარჯიშს იწყებს, დაკუნთული სხეული უნდა მიიღოს. ფიტნესი ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის უმნიშვნელოვანესი საფეხურია, რომლის შედეგსაც საკუთარ თავთან, სხეულთან და ორგანიზმთან სრული ჰარმონია წარმოადგენს. ჩვენი ინსტრუქტორების ფოტოსესიის მიზანიც სწორედ ეს არის – „გამიცანი, მეც შენნაირი ვარ, ჩემი ყოველდღიური მოთხოვნილებებითა და მისწრაფებებით.““- აღნიშნავს „ასპრიას“  გენერალური დირექტორი ოთარ თავყელიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები