“ზღვის უბნის დასახლებაში გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, 14 ათას აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა”

“თბილისი ენერჯის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზღვის უბნის დასახლებაში გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, გაზმომარაგება 14 ათას აბონენტს შეუწყდა.

“ზღვის უბნის დასახლების IV კვ-ში საშუალო წნევის მიწისქვეშა დ-500 მმ-იან გაზსადენზე მოხდა ავარია. მიმდინარეობს სასწრაფო სალიკვიდაციო სამუშაოები, რის გამოც გაზის მიწოდება შეუწყდება ზღვის უბნის დასახლების (თემქა ) IV მ/რ-ში ზღვის უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ზღვის უბნის დას. XI მ/რ, კვ, 1-ში მდებარე სტატისტიკის კორპუსს (ს/ს), ზღვის უბნის დას. XI მ/რ, კვ. 2-სა და კვ. 3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ზღვის უბნის დას. III მ/რ-ში მდებარე 1, 2, 3, 4, 5 კვ-ის კორპუსების, ლეკიშვილის-რომელაშვილის ქ. 19-ში ( ზღვის უბნის დას. III მ/რ, კვ. 5, კორპ. 5ა-ს მიმდებარედ) მდებარე შპს ,,დეველო არტი”-ს, რამაზ შენგელიას (იგივე ალ. გობრონიძის ქ. 9) ქ. 9, დავით ნიშნიანიძის ქ. 11-ში ( ზღვის უბნის დას. III მ/რ, კვ. 5) მდებარე შპს ,,მეგობრობა”-ს, დავით ნიშნიანიძის ქ. 25-ში ( ზღვის უბნის დას. III მ/რ, კვ. 2, # 142-ე სკოლის მიმდებარედ) მდებარე შპს ,ასდო”-ს, დავით ნიშნიანიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ავჭალა-1 (მუხიანის სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე) – ქუჯი ერისთავის, ლერი ლაგურაშვილის, მარკ ბრონშტეინის, საგუბარის, ლურჯქედის, ქობის, ღვალაძის, რეზო გაბაშვილისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას, შეშელიძის მუხიანის I მ/რ-ში მდებარე კორპ. ,,ა”-სა და ,,ბ”-ში მცხოვრებ მოსახლეობას, ავჭალა-1-ის ტერიტორიაზე – გობრონიძის ქუჩაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, აგრეთვე, გაზმომარაგება შეუწყდება გობრონიძის ქ. 27-ში მდებარე შპს ,,MEDISON”-ს – მსხვილ კომერციულ ობიექტს, მუხიანის IV მ/რ-ში – წმ. მირიან მეფისა და ნანა დედოფლის სახ. ეკლესიას, ავტოპროფილაქტიკას, სარაჯიშვილის გამზ. 1-ში მდებარე სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს”, შემოსავლების სამსახურის გლდანი-ნაძალადევის რაიონის სერვის ცენტრს, სარაჯიშვილის გამზ. 1-ის მიმდებარედ – შპს ,,ხარება”-ს, თემქის დას. IV მ/რ-ში მდებარე კორპ. 4-ისა და 5-ის მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, შეშელიძის ქ. 35ა-ში ი/მ ზაზა ერისთავს, სარაჯიშვილის გამზ. 1-ში მდებარე საცხ. კორპუსში ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას, ზღვის უბნის დას. III მ/რ-ში – ი/მ ,,კობახიძეს (თონეს), ი/მ გედევანიშვილს (კვების ობიექტს), ი/მ ზურაბ კაკაბაძეს – მსხვილ კომერციულ ობიექტს, საბანკეტო დარბაზს, ზღვის უბანი – მუხიანის გზაზე გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის VI განყოფილებას, ი/მ ნოზაძეს, სს “ლიბერთი ბანკი”-ს ოფისს და სხვა.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება დღეს, 14:00 სთ-დან და დასრულდება 22:00 საათისთვის “თბილისი ენერჯი” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები