თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
„თელასის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
შეზღუდვა შეეხებათ:

მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის დასახლების, შოთა ნიშნიანიძის, სანაპიროს, გორგასალის, დიმიტრი გულიას, დიდი ხეივნის II ქუჩის, დიდი ხეივნის, ორთაჭალის, ხეივნის, ვლადიმერ წითლანაძის, შავიშვილის, გულუას, უსახელოურისა და ახალი რეხის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანას მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III, IV კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს II, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), კონსტანტინე კაპანელის, ინტენსიფიკაციის, უჩა ჯაფარიძის, ტოგო გუდავას, ხომლის, ანდრო ჭილაიასა და შალვა ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III, IV კვარტლების, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მგალობლიშვილის, ზოვრეთის, კონსტანტინე კაპანელის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწისა და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირისა და კოსტავას (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიმიტრი ბაქრაძის, ბელინსკის, მელიქიშვილის, ჭოველიძისა და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირისა (ნაწილობრივ) და ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები