„თავისუფალი დემოკრატები“ მარნეულში განვითარებული მოვლენების დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ

„თავისუფალი დემოკრატები“ მარნეულში, დაპირისპირების დროს მთავარი არხისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმას ეხმიანებიან.

პარტიაში გმობენ ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელის შეშლას და მით უფრო მსგავსი აგრესიული თავდასხმის განხორციელებას მათზე.

„ თავისუფალი დემოკრატები“ ვეხმიანებით და ვგმობთ მარნეულში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს. მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი პირობაა და მნიშვნელოვანწილად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

მიუღებელი და დაუშვებელია ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლა, ძალადობრივი ქმედებების განხორციელება და მათზე თავდასხმა. „თავისუფალი დემოკრატები“ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მოხდეს აღნიშნული ფაქტის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები