“თბილისი ენერჯი” – კომპანიის ცხელი ხაზისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის სატელეფონო პროგრამაში შეფერხებაა

კომპანია “თბილისი ენერჯის” ცხელი ხაზისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის სატელეფონო პროგრამაში შეფერხებაა, მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია, – ამის შესახებ „კვირას“ “თბილისი ენერჯიდან” აცნობეს.

კომპანიის ცნობით, სპეციალისტები ინტენსიურად მუშაობენ პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად. ხარვეზების გამო ასევე შეზღუდულია ვებ გვერდის ონლაინ დახმარების გამოყენებაც.

კომპანიის ცხელ ხაზზე ან სწრაფი რეაგირების სამსახურთან დაკავშირება ამ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ მესენჯერის საშუალებით.

აბონენტები მომსახურების მიღებას ასევე შეძლებენ მითითებულ ალტერნატიულ ტელეფონის ნომრებზე დარეკვისას. 599 87 86 16; 595 11 43 63

შეფერხების თაობაზე ინფორმირებულია 112 . გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში აბონენტებს შეუძლიათ ინფორმაცია 112 დახმარებითაც მოგვაწოდონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები