გოჩა ენუქიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჭელიაღელის თემის მოსახლეობას შეხვდა

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე, დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჭელიაღელის თემის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

“ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე ბოლო წლებში გაკეთებული საქმეებით წარვდექი.
რეაბილიტირდა სოფელ ჭელიაღელეში წყალსადენი
რეაბილიტირდა ჭელიაღელე-თლუღი-ხოტევის დამაკავშირებელი გზა
მოეწყო გზის დამცავი გასწვრივი გაბიონები
მოეწყო სოფელ ჭელიაღელეში ხელოვნური საფარი სპორტულ მოედანზე
რეაბილიტირდა ჭელიაღელის ამბულატორია
მოეწყო თავშეყრის ადგილი სოფელ აგარაში
რეაბილიტირდა საუბნო წყალსადენი სოფელ აგარაში
რეაბილიტირდა სასოფლო გზა შაორის წყალსაცავიდან სოფელ უყეშამდე
რეაბილიტირდა ქვემო თლუღის საჯარო სკოლა
მოეწყო გარე განათებები სოფელ ზედა თლუღში
მადლობა მხარდაჭერისთვის, მადლობა ნდობისთვის.
ერთობლივად შევძლებთ ჩვენს სოფლებს ახლებური სიცოცხლე დაუბრუნდეს”, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები