საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 36-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

35-ე გარდაცვლილი პაციენტი  82 წლის ქალია, რომელიც ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში მკურნალობდა, ხოლო 36-ე, სავარაუდოდ ბათუმელია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 5 866-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 2 324 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები