1-30 ოქტომბერს RS CAR გადასახადის გადამხდელებს 32 ლოკაციაზე მოემსახურება

1-30 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR – გადასახადის გადამხდელებს 32 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. შემოსავლების სამსახურის ცნობით, RS CAR (მიკროავტობუსი) შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებითაა აღჭურვილი. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები