ქვემო ქვალონში 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება

ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

სამშენებლო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა – გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერა. მისი თქმით, სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება მოწყობილი, ხოლო სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესი კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში წარიმართება.

პროექტის შესაბამისად, მოეწყობა მოსწავლეთა და პედაგოგთა ოთახები, ღია ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა-წიგნსაცავი, ექიმის კაბინეტი, კვების ბლოკი, სპორტული დარბაზი და რეკრეაციული ზოლი.

ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 4 მილიონ 95 ათას ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები