ირაკლი კობახიძე: არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვუწოდებთ, ნებისმიერი ფაქტი წარმოგვიდგინონ, სადაც საარჩევნო კანონმდებლობა ირღვევა, რეაგირებისთვის მზად ვართ

“არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვუწოდებთ, ნებისმიერი ფაქტი წარმოგვიდგინონ, სადაც საარჩევნო კანონმდებლობა ირღვევა, რეაგირებისთვის მზად ვართ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ „სამართლიანი არჩევნების” მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

„ანგარიშში საუბარი იყო სხვადასხვა მხარეს მომხდარ ფაქტებზე. ანგარიშს დეტალურად გავეცნობით. არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვუწოდებთ, ნებისმიერი ფაქტი წარმოგვიდგინონ, სადაც საარჩევნო კანონმდებლობა ირღვევა და ჩვენ შეგვიძლია, ჩარევისთვის ჩვენი მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოვთქვათ. მით უმეტეს, თუ ეს ხდება მუქარისა და ძალადობის სახით, მზად ვართ რეაგირებისთვის. მთავარია, შესაბამისი ინფორმაცია და მასალები მოგვაწოდონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები