გიგა ბოკერია: წარსული, თავისი წარმატებებითა და ჩავარდნებით, არის წარსული, ახლა მომავლის ხედვა უნდა გვქონდეს

“ყველა შეთანხმებულია, რომ ეს ხელისუფლება უნდა დასრულდეს. მაგრამ ჩვენ „ევროპული საქართველო“ განვსხვავდებით იმით, რომ გვაქვს კონკრეტული გეგმა, ხედვა, პასუხისმგებლობა, ვალდებულება იმისა, რას გავაკეთებთ”,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, წარსული, თავისი წარმატებებითა და ჩავარდნებით, არის წარსული, ახლა საჭიროა მომავლის ხედვა.

„ყველა შეთანხმებულია, რომ ეს ხელისუფლება უნდა დასრულდეს. მაგრამ ჩვენ „ევროპული საქართველო“ სხვებისთვის განვსხვავდებით იმით, რომ გვაქვს კონკრეტული გეგმა, ხედვა, პასუხისმგებლობა, ვალდებულება იმისა, რას გავაკეთებთ. ვიცით, რომ მთავრობა უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ პირობები შეუქმნას ხალხს, რომელსაც უნდა საკუთარი შრომით ბედნიერების მოპოვება. რაც დღეს ხდება, ყველა ჩვეულებრივი მოქალაქის ხარჯზე მთავრობის ბიუროკრატები თავს იმდიდრებენ – ეს არის ამოსავალი წერტილი ივანიშვილის რეჟიმის და ეს არის მთავარი საკითხი, რაშიც უნდა მოხდეს გარდატეხა. ჩვენ დავწევთ გადასახადებს, კერძო საკუთრებაში მივცემთ ქონებას ხალხს და მივცემთ ყველას შანსს, რომ საკუთარი შრომით, საკუთარი გარჯით მოიპოვოს კეთილდღეობა და მთავრობა იყოს მისი უსაფრთხოების დამცველი, გარე საფრთხისგან დამცველი და არავითარ შეთხვევაში ის ცუდი ძიძა, რასაც ივანიშვილის მთავრობა გვთავაზობს დღეს და რასაც წერტილს დავუსვამთ. მოკლედ, ყველამ ერთად, „ევროპული საქართველოს“, თქვენი ლიდერობით უნდა ვიაროთ წინ, არ ვიყუროთ ნოსტალგიით უკან, მათ შორის ისინიც, რომლებიც ოდესღაც მთავრობაში ვიყავით, რადგან წარსული, თავისი წარმატებებითა და ჩავარდნებით, არის წარსული და უნდა გვქონდეს ხედვა მომავლის. თქვენ ხართ მომავლის ლიდერები და ჩვენ ერთად მოვახდენთ გარდამტეხ ცვლილებებს ამ ქვეყნისთვის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები