დუმის დეპუტატი ყარაბაღში რუსი “მშვიდობისმყოფელების” შეყვანას არ გამორიცხავს

რუსეთის დუმის, პარტია “სამართლიანი რუსეთის” ლიდერი, სერგეი მირონოვი მიიჩნევს, რომ ​ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ ყარაბაღში რუსეთის „სამშვიდობო ძალები“ შევიდნენ.

ამის შესახებ პოლიტიკოსმა რუსულ მედიას განუცხადა.

“სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ გარე ძალები, კერძოდ ნატოს წევრი თურქეთი კონფლიქტის გაღვივებას ხელს უწყობს. ვფიქრობ, შესაძლებელია, რომ ქვეყნებს შორის ცეცხლის შეწყვეტისა და ძალების გაყვანის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მხრიდან შესაძლოა, სამშვიდობო ძალების შეყვანა გახდეს საჭირო“, – განაცხადა მირონოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები