თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე იტალიური ეზოს ტიპის სახლში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მიხეილ ბუხაიძის ქუჩაზე, იტალიური ეზოს ტიპის სახლში ხანძარი გაჩნდა.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია.

“ბუხაიძის ქუჩაზე, იტალიური ეზოს ტიპის სახლში იყო ხანძარი. ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დაშავებული არავინაა. 8 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული”, – განაცხადეს უწყებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები