“თუ კორონავირუსის დღეში, დაახლოებით, 800 შემთხვევა გვექნება, ეს უკვე საყურადღებოა და მეტად მკაცრი ზომები უნდა იყოს მიღებული”

“თუ კორონავირუსის შემთხვევების უკონტროლო მატება გვექნება, ეს უკვე არის საფუძველი იმისთვის, რომ შემაკავებელი ღონისძიებები გამკაცრდეს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მისივე თქმით, ვირუსის მართვისთვის დღეს ბევრად უფრო მყარი საფუძვლები არსებობს და მუდმივად “ლოკდაუნის” საჭიროება ამ პირობებში არც არის და ვერც შენარჩუნდება.

„ბევრი რამ შეიცვალა მარტისა და აპრილის შემდეგ კორონავირუსის მართვის ცოდნასთან თვალსაზრისით. მაშინ არც ის ვიცოდით, რა კლინიკური შედეგები მოჰყვებოდა საბოლოოდ ამ ვირუსს, არც ის – რამდენი კრიტიკული შემთხვევა დადგებოდა და არც ის, რა პასუხი ექნებოდა ზოგადად მეცნიერებას ამ ვირუსის წინააღმდეგ. დღეისთვის კლინიკური გამოცდილება ბევრად უფრო მყარია და ასევე თავდაჯერებულობაც იმასთან დაკავშირებით, რომ შემთხვევების უდიდესი ნაწილი იქნება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. ის, ვინც იქნება მძიმე პაციენტი, ამის მართვაც მოხერხდება. დღეს არის ბევრად უფრო მყარი საფუძვლები ვირუსის მართვისთვის. მუდმივად ლოკდაუნის საჭიროება არც არის და ვერც შენარჩუნდება ამ პირობებში. თუ შემთხვევების უკონტროლო მატება გვექნება, ეს უკვე არის საფუძველი იმისთვის, რომ გამკაცრდეს შემაკავებელი ღონისძიებები. უკონტროლო მატებაზე როდესაც მაქვს საუბარი, ეს არის ჩვენნაირი ქვეყნებისთვის 800-მდე შემთხვევა დღეში. აქ უკვე საყურადღებოა და მეტად მკაცრი ზომები უნდა იყოს მიღებული. მაგრამ ყველაზე საყურადღებო პრევენცია არის პირადი დაცვის საშუალების გამოყენება. არ გამოგვადგება მიდგომა, თუ მთავრობა დამსჯის, მაშინ გამოვიყენებ პირადი დაცვის საშუალებას. ვაქცინაციის გლობალური ალიანსი არსებობს, რომელმაც ჩამოაყალიბა “კოვაქს ფესილითი”, სპეციალური სტრუქტურა, ვინც ქვეყნებსა და ვაქცინის შემქმნელებთან მუშაობს იმისთვის, რომ როცა ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი, ქვეყნებს შორის სამართლიანი გადანაწილება მოხდეს. ყველაზე მაქსიმალური, რაც ქვეყანამ აქედან შეიძლება მიიღოს, არის მოსახლეობის 20%-სთვის ვაქცინის დოზა. ჩვენ უკვე ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს და გადავიხდით პირველ თანხას იმისთვის, რომ ჩვენი რიგი გარანტირებული იყოს. არ ვიცი, რა რიგში ვართ. დაახლოებით, 700 ათასი დოზა გვჭირდება. აქ არ არის ერთ მწარმოებელზე საუბარი. როგორც კი რამდენიმე მწარმოებელი გაჩნდება, მათგან მოხდება ვაქცინების მობილიზაცია. პროცესი რთულია. ჩვენ შეგვიძლია, ავირჩიოთ მწარმოებელი. ვეცდებით, იყოს ყველაზე ხარისხიანი და გამოცდილი მწარმოებელი. ჯერჯერობით უნდა დაველოდოთ, კონკრეტული და მკაფიო ვადა, როდის იქნება ეს ვაქცინა ხელმისაწვდომი, რა თქმა უნდა, არ არის“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები