საქართველოში კორონავირუსით 34-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 34-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განთავსდა.

ამ დროისთვის უცნობია დეტალები, თუ რა ასაკისაა გარდაცვლილი პაციენტი და სად მკურნალობდა.

საქართველოში, ჯამურად, კორონავირუსით ინფიცირებული 34 პაციენტია გარდაცვლილი, ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა კი 5 866-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 2 324 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები