გიორგი ლომია: საქართველომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში ნეიტრალური პოზიცია უნდა შეინარჩუნოს
“საქართველო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში მხარე არ უნდა იყოს და ნეიტრალური პოზიცია უნდა შეინარჩუნოს”, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ლომიამ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ქართულ მხარეს შეუძლია, რომ პროცესში ჩაერიოს და ეს კონფლიქტი მშვიდობიანად დასრულდეს ორივე მხარისთვის, მაშინ ასეთი ჩარევა საჭიროა.
„როგორც მხარე, არ უნდა გამოვდიოდეთ. ჩვენი დიპლომატიის დონე უნდა იყოს გამოყენებული. რაც შეეხება კითხვას რუსეთთან დაკავშირებით, თუ მისი მხრიდან ძალადობრივი მეთოდით მოხდება დერეფანის გამოყენება, ამის წინააღმდეგი ყოველთვის გამოვალთ. არ მგონია, რომ რუსეთი ამას ვერ აცნობიერებდეს და კიდევ ერთხელ წამოვიდეს ღია კონფლიქტზე საქართველოსთან. მგონი, ეს რუსეთს ახლა არ აწყობს“, – განაცხადა ლომიამ.