ბათუმის მერმა გადადგომის შესახებ საკრებულოს განცხადებით მიმართა

   თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ბათუმის მერის განცხადება უკვე ქალაქის საკრებულოში შევიდა, – ამის შესახებ „კვირას“ ბათუმის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. ჯემალ ანინიძე თანამდებობიდან გადადგომას თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს და განმარტავს, რომ მიუხედავად მისი არაპარტიულობისა, მის შესახებ ბათუმში არ წყდებოდა მითქმა-მოთქმა პარტიული ინტერესების შესახებ.
“მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობდი მერიის სტრუქტურებში და ვაცხადებდი, რომ ვიყავი არაპარტიული, მაინც არ ჩამომშორდა სახელი, თითქოს ვმოქმედებდი ამა თუ იმ პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე. მოსახლეობისთვის გაუგებარი რჩება, რომელ პარტიას მიაკუთვნონ ჩემი წარმატებები თუ წარუმატებლობები. მოსახლეობას არჩევნების წინ უნდა ჰქონდეს შეფასების საშუალება, თუ რას აკეთებს მერია. აქედან გამომდინარე, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მივიღე გადაწყვეტილება “, – განაცხადა ჯემალ ანანიძემ.
ჯემალ ანანიძე ბათუმის მერის პოსტზე 2012 წლის 4 ოქტომბერს დაინიშნა. 2010 წლიდან ის ვიცე – მერის პოსტს იკავებდა, მანამდე კი მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები