ლალი მოროშკინა: ჩვენ უნდა გავხდეთ ამ ომში “შვეიცარიის მოდელი”

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ვითარებას ეხმაურება.

მისი თქმით, კანონის უნდა დაისაჯოს ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მიმართული იქნება ამ ორ ერს შორის კონფლიქტის გაღვივებისკენ.

“ძვირფასო მთავრობა! საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს ნახევარ მილიონზე მეტი სომეხი და აზერბაიჯანელი.

უნდა გაკეთდეს განცხადება, რომ:

ნებისმიერი მცდელობა ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტის გაღვივებისა მკაცრად დაისჯება კანონით;
მიუმხრობლობის პოლიტიკა გავატაროთ;
უარი ვთქვათ ორივე მხარისთვის ღია კორიდორის მიცემაზე;
ჩვენ უნდა გავხდეთ ამ ომში “შვეიცარიის მოდელი”, – წერს მოროშკინა ,,ფეისბუქზე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები