ემზარ კაკულია: რუსეთი ოკუპანტია, მან უნდა შეასრულოს 2008 წელს აღებული ნაკისრი ვალდებულება საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე
,,რუსეთი ოკუპანტია, მან უნდა შეასრულოს 2008 წელს აღებული ნაკისრი ვალდებულება საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე”, – ამის შესახებ ,,თავისუფალი დემოკრატების” გენერალურმა მდივანმა, ემზარ კაკულიამ გმირთა მემორიალთან განაცხადა.
როგორ მან აღნიშნა რუსეთის მიზანი იყო, არის და იქნება არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მორღვევა, არამედ ქართული სახელმწიფოს დასუსტებაც.
,,რუსეთის ოკუპანტური მისწრაფებების კიდევ ერთი დასტურია 2008 წელს გაგრძელებული ომი – საქართველოს ოკუპაცია. რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტის ოკუპაციას, ყოველდღიურად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და საერთაშორისოხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. რუსეთი ოკუპანტია და მან აუცილებლად უნდა შეასრულოს 2008 წელს აღებული ნაკისრი ვალდებულება საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.
ჩემთვის, როგორც აფხაზეთის შვილისათვის, 27 სექტემბერი გლოვის, ხსოვნის და იმედის დღეა. ჩვენ, ,,თავისუფალი დემოკრატები”პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს.
მიუხედავად დევნილი მოსახლეობის გაჭირვებისა, დღევანდელ დღეს უნდა ვიყოთ ერთიანი, პატივი მივაგოთ ომში დაღუპულ გმირებს” , – განაცხადა ,,თავისუფალი დემოკრატების” გენერალურმა მდივანმა ემზარ კაკულიამ.