გიორგი გახარია: ჩვენი მთავარი მიზანია, რომ არჩევნები იყოს მშვიდ, წყნარ, დემოკრატიულ, ღია გარემოში და ეს ასე იქნება

“ჩვენი მთავარი მიზანია, რომ არჩევნები იყოს მშვიდ, წყნარ, დემოკრატიულ, ღია, ტრანსფარენტულ გარემოში და ეს ასე იქნება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არჩევნები სრულიად ახალი, ბევრად უფრო დემოკრატიული პრინციპით ტარდება.

„ოპოზიციის შანსები როგორ შევაფასო, საერთოდ არ არის ეს ჩემი საქმე. არჩევნები ტარდება სრულიად ახალი, ბევრად უფრო დემოკრატიული პრინციპით. ამიტომ, ჩვენი მთავარია მიზანია, რომ არჩევნებიიყოს მშვიდ, წყნარ, დემოკრატიულ, ღია, ტრანსფარენტულ გარემოში და ეს ასე იქნება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები