ნუნუ მიცკევიჩი: ჩვენ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი იქნება სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვით განპირობებული
“ჩვენ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი იქნება სტუდენტებისაცდა პროფესორ-მასწავლებლების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვით განპირობებული”, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა სტუდენტების საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრაზე განაცხადა და მათთან სასწავლო პროცესის საუნივერსიტეტო სივრცეში გაგრძელების დეტალები განიხილა.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სამინისტრო ყოველთვის მზად არის თანამშრომლობისთვის, შესაბამისად, სტუდენტებთან შეხვედრები რეგულარულად იმართება.
„ჩვენ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი იქნება სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვით განპირობებული. გადაწყვეტილებას არადისტანციურად სწავლის გაგრძელების შესახებ მივიღებთ ეტაპობრივად, თანდათანობით, როგორც ცალკეული საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე მთლიანად უნივერსიტეტების შემთხვევაში. იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე, ამ სემესტრის განმავლობაში, უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცე აუდიტორიებში გააგრძელებს სასწავლო პროცესს”, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ამ თანმიმდევრული მიდგომის დასტურია ის ფაქტიც, რომ თელავისა და ახალციხის უნივერსიტეტებთან ერთად 1-ლი ოქტომბრიდან სასწავლო პროცესს სააუდიტორიო სივრცეში გორის უნივერსიტეტიც განაგრძობს.