ნორვეგიის მეფე ჰოსპიტალიზებულია

ნორვეგიის მეფე, ჰარალდ V ჰოსპიტალიზებულია.

​ინფორმაციას ადგილობრივი მედია სამეფო ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.

თუმცა, სამეფო ოჯახის პრესსამსახურის მეფის კლინიკაში გადაყვანის მიზეზს არ ასახელებს.

დღეს სახელმწიფო საბჭოს კრონპრინცი ჰოკონი მამის ნაცვლად უხელმძღვანლებს.

აღსანიშნავია, რომ მეფე ჰარალდი გუშინ ოსლოში ერთ-ერთ ღონისძიებაში მონაწილეობდა.

ჰარალდ ​V 83 წლის არის, ტახტზე ის 1991 წელს ავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები